კოალიცია დამოუკიდებელი და გaმჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მოითხოვს სასამართლო რეფორმის ახალი ტალღას

სოფო ვერძეული, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ნიკოლას ბერლინერი, აშშ ელჩის მოადგილე, ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გიორგი გოგია, Human Rights Watch, ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
სოფო ვერძეული, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ნიკოლას ბერლინერი, აშშ ელჩის მოადგილე, ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, გიორგი გოგია, Human Rights Watch, ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

11 მაისს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის EWMI-PROLoG-ის მხარდაჭერით უმასპინძლა საზოგადოებრივ ფორუმს საქართველოს სასამართლოს სისტემის შემდგომი რეფორმირების ნაბიჯების განსახილველად. კოალიციამ წარმოადგინა სიღრმისეული კვლევა სათაურით „სასამართლო სისტემა: რეფორმების შედეგები და სამომავლო პერსპექტივები“, რომელიც მოიცავს 2012 წლის შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგების და ამჟამინდელი ინსტიტუციური პრობლემების ანალიზს. კვლევის შედეგების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. კონფერენცია გახსნეს ნინო გვენეტაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლას ბერლინერმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და ანა ნაცვლიშვილმა, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების კოალიციის თავმჯდომარემ.

კოალიციის წარმომადგენლებმა მოხსენებებში აღნიშნეს, რომ რეფორმების „სამი ტალღის“ შედეგად მიღწეული გარკვეული გაუმჯობესებების მიუხედავად, რეფორმის მიზანი, რომელიც საქართველოს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის მიღწევას გულისხმობდა, არ იქნა მიღწეული. ისმის ბრალდებები სასამართლოში ელიტური ჯგუფების გავლენებთან დაკავშირებით. მოსამართლეთა დამოუკიდებლობას ასუსტებს ინსტიტუციური პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა, პრობაცია, შეფასება და დაწინაურება, მოსამართლეთა რაოდენობა და დატვირთულობა, სასამართლოს ადმინისტრირება და მენეჯმენტი, და მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემა. კვლევაში ასევე წამოწეულია გენდერული სტერეოტიპების პრობლემა მოსამართლეთა შორის. კოალიციის წევრებმა წამოადგინეს რეკომენდაციები ამ პრობლემური საკითხების გადასაჭრელად. სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიღეს დისკუსიაში და გამოთქვეს რეფორმების გაგრძელების მზადყოფნა. იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისინი აპირებენ რეფორმების გაგრძელებას, და მზად არიან ამ პროცესში ჩართონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

კოალიცია გეგმავს შეხვედრებს პარლამენტის და სასამართლო წარმომადგენლებთან ანგარიშის რეკომენდაციების ადვოკატირების მიზნით.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404