კოალიციის დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საერთო კრებამ მმართველი კომიტეტი აირჩია

17 ივნისს, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საერთო კრება გამართა და ორი წლის ვადით ახალი მმართველი კომიტეტი აირჩია.

ღონისძიებაზე მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ბოლო ორი წლის მიღწევები და არსებული გამოწვევები მიმოიხილა. კოალიციის წევრებმა ასევე მომავალ გეგმებსა და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

საერთო კრებაზე მმართველი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით აირჩიეს:

  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • უფლებები საქართველო
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

აღნიშნული ორგანიზაციები გაუძღვებიან კოალიციის საქმიანობას სასამართლოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საქართველოში.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404