ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

სასამართლოს ადმინისტრირების ჯგუფი

სასამართლოს ადმინისტრირების ჯგუფი აერთიანებს კოალიციის წევრ 12 ორგანიზაციას. ამჟამად ჯგუფი ახორციელებს კვლევას, რომელიც შეისწავლის სასამართლო სისტემის მდგომარეობას საქართველოში, არსებულ გამოწვევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ პრობლემების დასაძლევად. ჯგუფი ასევე სწავლობს სასამართლო სისტემის ინსტიტუციურ პრობლემებთან დაკავშირებულ ცალკეულ აქტუალურ საკითხებს და კოალიციის მმართველ კომიტეტს წარუდგენს აღნიშნული პრობლემების მოგვარების რეკომენდაციებსა თუ ხედვას. ჯგუფის ინტერესის სფეროა ისეთი საკითხები, როგორიცაა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა, საქმეთა განაწილების წესი, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესი, სასამართლოების თავმჯდომარეების უფლებამოსილება და სხვა.

კოორდინატორი : სულხან სალაძე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია)

წევრები:

  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  2. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  4. იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
  5. უფლებები საქართველო (ყოფილი კონსტიტუციის 42-ე მუხლი)
  6. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  7. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  8. საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
  9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  10. საქართველოს ადამიანის უფლებათა ქსელი
  11. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
  12. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

ამავე კატეგორიაში:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404