განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩაშლილ სხდომასთან დაკავშირებით

2014 წლის 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ინიციატივით მოწვეული სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის თანახმად, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა იგეგმებოდა (გადატვირთულობის პრობლემა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეზერვში მყოფი მოსამართლეების დანიშვნის საკითხი), ჩაიშაილა. სხდომის ჩაშლის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებიდან სხდომას არც ერთი მათგანი არ დაესწრო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს სხდომა მოწვეულ იქნა არამოსამართლე წევრების ინიციატივით. თუმცა, ეს ინიციატივა არა თუ მხარდაჭერილ არ იქნა მოსამართლე წევრების მხრიდან, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, მისი სრული იგნორირება მოხდა. როგორც საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა განმარტეს, საბჭოს ყველა წევრი სხდომის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404