რეკომენდაციები კონსტიტუციის მე-5 თავთან დაკავშირებით

კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა იმსჯელეს საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომლებიც სასამართლო ხელისუფლებას ეხება. ისინი შეთანხმდნენ რამდენიმე ძირითად ცვლილებაზე, რომლებიც კონსტიტუციის მე-5 თავში უნდა აისახოს.

  1. საქართველოს კონსტიტუციურმა რეფორმამ უნდა გაითვალისწინოს სასამართლო ხელისუფლების დაფინანსების საკითხი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების დამოუკიდებლად და ჯეროვნად განხორცილებას. სასამართლო ხელისუფლებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის საერთო ოდენობის შემცირება წინა წლის შესაბამის ოდენობასთან შედარებით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიშვებოდეს, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში - საკონსტიტუციო სასამართლოს, წინასწარი თანხმობა.
  2. საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში უნდა გაუქმდეს მოსამართლის სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესაძლებლობა.
  3. საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში საერთო სასამართლოების კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში უნდა განხორციელდეს ცვლილება. ნაცვლად უზენაესი სასამართლოს პლენუმისა, საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევის უფლება უნდა გადაეცეს კონფერენციას.
  4. საკონსტიტუციო რეფორმამ ქვეყნის უზენაესი კანონით უნდა განსაზღვროს უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეთა რაოდენობის საკითხი.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404