ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
სამუშაო ჯგუფები
კოალიციის ფარგლებში შექმნილია შემდეგი თემატური სამუშაო ჯგუფები:
-
სასამართლოს ადმინისტრირების ჯგუფი
სასამართლოს ადმინისტრირების ჯგუფი ახორციელებს კვლევას, რომელიც შეისწავლის სასამართლო სისტემის მდგომარეობას საქართველოში, არსებულ გამოწვევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პრობლემების დასაძლევად.
-
სისხლის სამართლის რეფორმის ჯგუფი
სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი აერთიანებს კოალიციის წევრ 11 ორგანიზაციას. ჯგუფი სიღრმისეულად შეისწავლის სისხლის სამართლის სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებს.
-
უმცირესობისა და გენდერული თანასწორობის ჯგუფი
ჯგუფი სწავლობს პრობლემებს, რომლებიც ზღუდავს ქალებისა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლების ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადასაჭრელად.
ამავე კატეგორიაში:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404