ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებზე
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის განსაკუთრებულ აღშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების გამო და მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქმედება მიმართულია არამხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის ან/და კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ, არამედ მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებისა და მისი უმნიშვნელოვანესი როლის დაკნინებისკენ, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელ ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების აღიარება და დაცვა, ხელისუფლების დანაწილება და კონსტიტუციური მართლმსაჯულების ჯეროვნად, ეფექტურად და მიუკერძოებლად განხორციელება.
დოკუმენტის ჩამოტვირთვა:
მსგავსი მასალა:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404