ბოლო განახლება: 12 დეკემბერი 2024
მმართველი კომიტეტი
-
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - კოალიციის თავმჯდომარე
- წარმომადგენელი: ლევან ავალიშვილი, გიორგი დავითური
- ტელეფონი: +995 (32) 2921514
- ელ-ფოსტა: info@idfi.ge
- ბმული: http://www.idfi.ge
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიზანია ხელისუფლების ღიაობის ხელშეწყობა და ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მისიას წარმოადგენს მთავრობის ღიაობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, კარგი მმართველობა, ინფორმირებული საზოგადოების შექმნა, გამოხატვის თავისუფლებისა და მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების განვითარება.
-
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - კოალიციის თავმჯდომარის მოადგილე
- წარმომადგენელი: ნონა ქურდოვანიძე
- ტელეფონი: +995 (32) 2995076
- ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge
- ბმული: http://www.gyla.ge
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იურისტების ნებაყოფლობითი პროფესიული გაერთიანებაა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ლიბერალურ ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და მისი ყველა თაობა თავის საქმიანობაში სწორედ ამ ფასეულობებით ხელმძღვანელობს.
საიას ძირითადი სტრატეგიული ამოცანებია:
- ადამიანის უფლებების დაცვა, დაცვის მექანიზმების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დისკრიმინაციის გარეშე.
- საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება.
- ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა.
- კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება.
-
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- წარმომადგენელი: გურამ იმნაძე
- ტელეფონი: +995 (32) 2233706
- ელ-ფოსტა: info@socialjustice.org.ge
- ბმული: https://socialjustice.org.ge/
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, გამოავლინოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის სტრუქტურული მიზეზები, გაავრცელოს კრიტიკული ცოდნა და ხელი შეუწყოს არსებული წესრიგის დემოკრატიული გზებით გარდაქმნას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე მემარცხენე ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, გამოავლინოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის სტრუქტურული მიზეზები, გაავრცელოს კრიტიკული ცოდნა და ხელი შეუწყოს არსებული წესრიგის დემოკრატიული გზებით გარდაქმნას.
-
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- წარმომადგენელი: ალეკო ცქიტიშვილი
- ტელეფონი: (+995 32) 237 69 50
- ელ-ფოსტა: hrc@hrc.ge
- ბმული: http://www.hrc.ge/home/geo/
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), ყოფილი ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) დაარსდა 1996 წლის 10 დეკემბერს თბილისში. მისი მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვასა და ძირეული თავისუფლებების განვითარებას, ასევე წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.
-
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- წარმომადგენელი: ედუარდ მარიკაშვილი
- ტელეფონი: (+995 32) 2 72 80 08
- ელ-ფოსტა: info@gdi.ge
- ბმული: http://www.gdi.ge
- ორგანიზაცია მოწოდებულია დაიცვას ადამიანის უფლებები, წაახალისოს ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება და ტოლერანტული გარემოს განვითარება, გააძლიეროს დემოკრატიული რეფორმები და განამტკიცოს კანონის უზენაესობა, გაზარდოს სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამ მიზნებს ემსახურება მონიტორინგის, საჯარო დებატების, ფაქტებზე დაფუძნებული კვლევებისა და პოლიტიკის ანალიზის მეშვეობით.
-
- უფლებები საქართველო (ყოფილი კონსტიტუციის 42-ე მუხლი)
- წარმომადგენელი: ვლადიმერ მკერვალიშვილი
- ტელეფონი: +995 (32) 299 88 56
- ელ-ფოსტა: office@rights.ge
- ბმული: http://www.rights.ge/
- "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს.
ორგანიზაცია უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.
-
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- წარმომადგენელი: ეკა გიგაური
- ტელეფონი: +995 (32) 2921403
- ელ-ფოსტა: info@transparency.ge
- ბმული: http://www.transparency.ge
- ორგანიზაცია მიზნად ისახავს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების გზით, ქვეყანაში კორუფციის დონის შემცირებას და საქართველოს ძლიერ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერება, საჯარო ფინანსების მონიტორინგი, პარლამენტის მონიტორინგი, საარჩევნო გარემო, არჩევნებზე დაკვირვება, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი, საკუთრების უფლებები, მედიის გარემო და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" თავისი საქმიანობით ცდილობს საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც მოქალაქეები პოლიტიკის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მთავრობისა და ბიზნესის გამჭვირვალედ და ღიად მუშაობა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იქნება და სადაც კორუფციის შემთვხვევები არც ერთ დონეზე არ იარსებებს.
-
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- წარმომადგენელი: საბა ბრაჭველი
- ტელეფონი: +995 (32) 2250463
- ელ-ფოსტა: contact@csf.ge
- ბმული: http://www.csf.ge
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან.
სამოქალაქო სექტორისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვისა თუ დემოკრატიული საზოგადოების მხარდამჭერი ადამიანებისთვის გაცემული საგრანტო დაფინანსებისა თუ ადვოკატირების მნიშვნელოვან კამპანიებში ჩართულობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან.
-
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- წარმომადგენელი: ნინო დოლიძე, ლელა ხათრიძე
- ტელეფონი: +995 (32) 2372882
- ელ-ფოსტა: info@isfed.ge
- ბმული: http://www.isfed.ge
- სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დაარსდა 1995 წელს.
ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგია. "სამართლიანი არჩევნები"მიზნად ისახავს არჩევნების გამჭვირვალობის,საარჩევნო პროცედურების ეფექტურად განხორციელების უზრუნვეყოფასა და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში გამართულ ყველა მნიშვნელოვან არჩევნებსა და რეფერენდუმებზე.ამასთან განხორციელებული აქვს ხმებისა და აქტივობის პარალელური დათვლა ბოლო 9 არჩევნებზე.
ამავე კატეგორიაში:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404