ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
განცხადება პროკურატურის რეფორმაზე ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნასთან დაკავშირებით
ამა წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი დასკვნა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.
აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნებამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის მიერ მოწონებული საქართველოს პროკურატურის სისტემის რეფორმირების კანონპროექტი შეფასდა კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიერ. ასევე, კოალიციას შესაძლებლობა ჰქონდა, პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისათვის ვრცელი დასკვნა წარედგინა. ვენეციის კომისიის, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარ დასკვნაში (შემდგომში: წინასწარი დასკვნა) აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული პროკურატურის რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა, ხაზგასმულია, რომ შემოთავაზებული რეფორმა ჯერ-ჯერობით სრულად ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას, მოხდეს პროკურატურის სისტემის სრული დეპოლიტიზება.
წინასწარ დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც დიდწილად ემთხვევა კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიერ მომზადებულ დასკვნას და კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების შეფასებებს, რომ პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებისთვის შემოთავაზებული რეფორმა არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას.
დოკუმენტის ჩამოტვირთვა:
მსგავსი მასალა:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404