ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

საქმიანობის ანგარიში: 2011-2013

წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს კოალიციის მიერ განხორციელებულ აქტივობებს 2011 წლიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით.

ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია როგორც კოალიციის სამუშაო ჯგუფების, ისე მმართველი კომიტეტის და ზოგადად კოალიციის წევრი ორგანიზაციების თანამონაწილეობით განხორციელებული საქმიანობების შესახებ. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია დღეს კოალიციისა და მისი სამუშაო ჯგუფების წინაშე არსებული ტექნიკური თუ შინაარსობრივი გამოწვევები.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კოალიციის საქმიანობა განსაკუთრებით ეფექტური და წარმატებული იყო საზოგადოებრივი ფორუმების მიმართულებით. საერთო ჯამში, კოალიციამ დაარსებიდან დღემდე 7 საზოგადოებრივი ფორუმის გამართვა შეძლო.

თითოეული მათგანი გამოირჩეოდა მაღალი დონის წარმომადგენლობით, თემატიკის აქტუალობით და გამართული დისკუსიის ხარისხით. ცალკეულ შემთხვევებში კოალიციის ფორუმებზე წამოჭრილ საკითხებზე შედეგებიც საკმაოდ წარმატებული იყო.

ასევე უნდა გამოიყოს კოალიციის აქტიურობა საჯარო განცხადებების გამოქვეყნების კუთხით. კოალიცია ძირითად შემთხვევებში წარმატებულად ართმევდა თავს დროული და კვალიფიციური განცხადებების მომზადებას და გამოქვეყნებას. კოალიციის მანდატის გათვალისწინებით განცხადებები ვრცელდებოდა ყველა ძირითად მოვლენასთან დაკავშირებით ქვეყანაში. კოალიციამ ასევე არაერთხელ მიმართა ღია წერილით სხვადასხვა რელევანტურ სუბიექტს. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების რაოდენობისა და არსებული პროცედურების გათვალისწინებით კოალიციის მიერ საჯარო აქტივობების რაოდენობა და ხარისხი დადებითად შეიძლება იქნეს შეფასებული. თუმცა, კოალიციის საქმიანობისთვის მეტი ეფექტურობისთვის შესაძლებელია ამ საკითხზე უფრო აქტიურად მუშაობა მომავალში.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

ამავე კატეგორიაში:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404