ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში
კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოამზადა კვლევა აღკვეთის ღონისძიებების საკანონმდებლო რეგულირებასა და პრაქტიკაში გამოყენების პრობლემებზე. კვლევაში ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ანალიზის გარდა ასევე წარმოდგენილია პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები. გამომდინარე იქედან, რომ კვლევის მიზანს წარმოადგენდა არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად სასარგებლო დოკუმენტის შექმნა, მასში ასევე გაერთიანდა ძირითადი რეკომენდაციები.
ეროვნული კანონმდებლობის კვლევისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მისი შედარების შედეგად გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო სივრცე ძირითადად შეესაბამება ადამიანის უფლებების მოთხოვნებს და ძირეულ საკითხებთან მიმართებით, ერთეული გამონაკლისის გარდა, არსებით გადასინჯვას არ საჭიროებს. თუმცა, სრულიად საპირისიპიროა მდგომარეობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით კვლევამ აჩვენა, რომ კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისობა ფორმალურია, ვინაიდან მისი პრაქტიკაში განხორციელება არ ხდება და მას რეალური გავლენა არ აქვს პირის უფლებრივი მდგომარეობის დაცვაზე. კველვაში აისახა, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევები დაუსაბუთებლობით, შაბლონურობით და არაერთგვაროვანი მიდგომებით საფრთხეს უქმნის აღკვეთის ღონისძიების მექანიზმის კანონიერ და სამართლიან გამოყენებას.
დოკუმენტის ჩამოტვირთვა:
ამავე კატეგორიაში:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404