ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას სისტემურად ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები. სადამკვირვებლო მისიებმა დააფიქსირეს ამომრჩეველთა ნების კონტროლის, ხმის ფარულობის დარღვევის, სხვის მაგიერ ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა. რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (სანიმუშოდ, იხ.: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სადამკვირვებლო მისიის “ჩემი ხმა” შეფასებები).
სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, არაერთი გარემოება მიუთითებს, რომ დაფიქსირებული დარღვევები იყო არა იზოლირებული ინციდენტები, არამედ კარგად დაგეგმილი დანაშაულებრივი სქემის ნაწილი.
მიმდინარე დღეებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებულ დარღვევებს განიხილავენ. პირველ ინსტანციაში საარჩევნო დავების განხილვები თითქმის დასრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადასტურა ელექტრონულ უბნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და შესაბამისი უბნების შედეგების ბათილობის აუცილებლობა.
5 ნოემბრიდან დავების განხილვა სააპელაციო სასამართლოებში გაგრძელდება, რომელთა შედეგებს არსებითი გავლენა ექნება საქართველოს დამოუკიდებლობასა და მის დემოკრატიულ განვითარებაზე.
კოალიცია მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა სრულყოფილად უნდა გამოიკვლიონ და მიუკერძოებლად შეაფასონ 2024 წლის 26 ოქტომბერს, როგორც ელექტრონულ ისე ძველი წესით ადმინისტრირებულ საარჩევნო უბნებსა და მის გარეთ მიმდინარე მოვლენები.
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404