ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას ეხმიანება

მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლიელა ფოლადიშვილმა შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება კახა წიქარიშვილის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ. სასამართლოს მიერ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და სასამართლო ხელისუფლების თვითლუსტრაციის მორიგი, საგანგაშო ფაქტია. მომხდარი ინციდენტი კარგად აჩვენებს კლანის მიერ მართლმსაჯულების სისტემის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ორგანოების პერსონალის რეფორმის აუცილებლობის დამატებითი მტკიცებულებაა.

ბოლო წლებში სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსი და 2024 წლის მოსამართლეთა კონფერენციის შედეგები, ცხადყოფს, რომ კლანის მიზანია მართლმსაჯულების ძირითადი ორგანოების სრულად მისდამი ლოიალური კადრებით შევსება. აღნიშნულის კიდევ ერთი დადასტურებაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მართლმსაჯულების კლანის მიზნების მისაღწევად ინსტრუმენტალიზაციის პირველი შემთხვევა - 2024 წელს, მათ შორის, ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ, სასამართლოს მეშვეობით მათი ქონების შემოწმების პროცესი შეაჩერეს.

ამ ფონზე ნათელია, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგობა მართლმსაჯულების პრობლემების გამოკვლევისა და კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური პროცედურის მიმართ კლანის მხარდაჭერის მორიგი აქტია. ნიშანდობლივია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის გამოყენება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გადასადგმელი ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლის დისკრედიტაციას მრავალმხრივი მეთოდებით ცდილობს მმართველი პარტია.

სამართლიანი და თანასწორი საზოგადოებრივი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ამისთვის, აუცილებელია მართლმსაჯულების ფუნდამენტური (როგორც ინსტიტუციური, ისე პერსონალის) რეფორმა.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404