ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
ბროშურა სასამართლოს შესახებ
საზოგადოებაში თანაცხოვრებისას ადამიანებს ხშირად გვაქვს კონფლიქტი ერთმანეთთან ან სახელმწიფოსთან. უთანხმოების მიზეზები შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს:
-
გაგვათავისუფლეს სამსახურიდან;
-
გაგვირთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ჩვენი ექიმი არაპროფესიონალი ან უყურადღებო აღმოჩნდა;
-
განქორწინება გვსურს, თუმცა მეუღლესთან ვერ ვთანხმდებით შვილთან დაკავშირებულ უფლებებსა და ვალდებულებებზე;
-
პოლიციამ უსაფუძვლოდ დაგვაჯარიმა და ა.შ.
თანამედროვე საზოგადოებაში აუცილებელია, გვქონდეს შესაძლებლობა, უთანხმოებები მშვიდობიანად და კანონის საფუძველზე გადავწყვიტოთ. ასეთ შესაძლებლობას კი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო ქმნის !
წინამდებარე ბროშურის მიზანია მოკლედ პასუხი გასცეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს: რატომ არის სასამართლო მნიშვნელოვანი ჩვენთვის? როგორ იცავს ის ჩვენს უფლებებს და კანონის უზენაესობას? როგორი უნდა იყოს სასამართლო და მოსამართლე, რომელიც ჩვენს უფლებებს ეფექტურად დაიცავს?
ბროშურა მომზადდა კოალიციის მიერ. მისი გამოცემა შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ბროშურაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და ის შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
ამავე კატეგორიაში:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404