ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
დღეიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი იწყება
2022 წლის 08 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი იწყება.
2022 წლის 30 სექტემბრიდან, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. მოგვიანებით კი, იურიდიულმა კომიტეტმა კანდიდატების საჯაროდ მოსმენის გადაწყვეტილება მიიღო.
აუცილებელია, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად შეარჩიოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური პირები, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობა არსებობს და რომელთა არჩევაც პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსესუსს ემყარება. აღნიშნულს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ძალთა ბალანსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და მასზე არაფორმალური გავლენების ხარისხი შეამციროს.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებს კოალიციის მიერ მხარდაჭერილი 5 კანდიდატი, რომლებიც კოალიციაში შემავალმა ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წარადგინეს:
- ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი;
- ანა აბაშიძე - ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი;
- დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
- სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი (ღია სივრცე კავკასია); საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი;
- გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
კოალიცია დააკვირდება გასაუბრების პროცესს და ინფორმაციას ფესიბუქ გვერდზე გამოაქვეყნებს.
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404