ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მმართველი კომიტეტის წევრები და თავმჯდომარე ორგანიზაცია აირჩია
15 ნოემბერს, კოალიციის საქმიანობის მიმოხილვისა და მმართველი კომიტეტის წევრებისა და თავმჯდომარე ორგანიზაციის არჩევის მიზნით, კოალიციის საერთო კრება გაიმართა. კრებას კოალიციის წევრი 31 ორგანიზაცია დაესწრო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გასული ორი წლის საქმიანობის ანგარიში გააცნეს; მათ შორის ისაუბრეს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და კოალიციის საქმიანობაზე.
ღონისძიების მეორე ნაწილი არჩევნებს დაეთმო. მონაწილეებმა აირჩიეს კოალიციის მმართველი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, უფლებები საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
კოალიციის ახალმა მმართველმა კომიტეტმა თავმჯდომარე ორგანიზაციად სოციალური სამართლიანობის ცენტრი აირჩია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ - ადამიანის უფლებათა ცენტრი.
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404