ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024

კონცეფცია - სამართლიანი სასამართლო ონლაინ საჯარო დისკუსიების შეჯამება

კოალიციის, „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, ორგანიზებით, 2020 წლის 17 ივლისიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საჯარო დისკუსიათა ციკლი, „კონცეფცია - სამართლიანი სასამართლო“, გაიმართა. მისი მიზანი იყო სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საჯარო ონლაინ დისკუსიების გამართვა სასამართლო სისტემით დაინტერესებული სხვადასხვა აქტორების მონაწილეობით.

მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ საჯარო დისკუსიების ორგანიზება, ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხზე იდეათა ბაზრის წარმოების მექანიზმია, მეორე მხრივ კი, მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესისთვის სოციალური ლეიგიმაციის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

დისკუსიებში მონაწილეობდნენ :

არასამთავრობო ორგანიზაციები :

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • უფლებები საქართველო
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • დემოკრატიის ინდექსი

პროფესიული კავშირები:

  • დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი

საჯარო სექტორი:

  • საქართველოს სახალხო დამცველი
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • იურიდიული დახმარების სამსახური
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები/სპეციალისტები

  • გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საჯარო დისკუსიების მომხსენებლების აბსოლუტური უმრავლესობა აღიარებდა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ ინსტიტუციურ პრობლემებს, სასამართლო ხელისუფლების შიგნით არსებულ, არაფორმალური გავლენების მქონე პირთა ვიწრო ჯგუფის - „კლანის“ მმართველობას, მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს, გაბატონებულ ელიტიზმს, მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერებას, ფავორიტიზმსა და ნეპოტიზმს. განსხვავებული იყო მომხსენებელთა დამოკიდებულება გამოვლენილი პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, თუმცა ერთხმად თანხმდებოდნენ, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება არა ფრაგმენტული, არამედ კომპლექსური და ერთიანი საკანონმდებლო ცვლილებებით მიიღწევა.

საჯარო დისკუსიები ინტერაქციული იყო - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ფეისბუქის აპლიკაციის გამოყენებით ჰქონდა შესაძლებლობა კითხვები დაესვა მომხსენებლებისთვის, გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება დისკუსიისთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხებზე. საჯარო დისკუსიებმა შემდეგი თემები მოიცვა:

  • უზენაესი სასამართლოს რეფორმირება - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების გადასინჯვა;[1]
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება – არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები;[2]
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;[3]
  • მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობა - ძირითადი გამოწვევები;[4]
  • სასამართლო ხელისუფლება და საჯაროობა;[5]
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.[6]


ამავე კატეგორიაში:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404