ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
კოალიციის შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორთან
11 სექტემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორს, მის მოადგილესა და აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა. Შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, კოალიციის მმართველი კომიტეტის წევრებს სამსახურის სტრუქტურა და სამომავლო გეგმები გააცნო. Ამან ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც აპარატის ამოქმედებას ახლავს თან. Თავის მხრივ, Კოალიციამ, სახელმწიფო ინსპექტორსა და მის წარმომადგენლებს თავისი მოსაზრებები გააცნო აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რომლებიც სამსახურის ამოქმედებისთანავე გადაჭრას საჭიროებს. Მმართველმა კომიტეტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აპარატი დაკომპლექტდეს ისეთი კადრებით, რომლებიც სამსახურის მაქსიმალურ ეფექტიანობასა და ობიექტურობას განაპირობებენ სამართალდამცავების მხრიდან გადაცდომების დასადგენად. Მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სამომავლო პარტნიორობასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ინსპექტორმა გამოხატა კოალიციასთან თანამშრომლობის მზადყოფნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა გამომძიებლების შერჩევა, სტატისტიკური მონაცემების დამუშავების მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, მიმართვიანობა სავარაუდო გადაცდომების გამოსავლენად.
Სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მუშაობას, კანონის დათქმის შესაბამისად, 1-ლი ნოემბრიდან შეუდგება.
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404