ბოლო განახლება: 29 ივნისი 2022
კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მმართველი კომიტეტის წევრები და თავმჯდომარე ორგანიზაცია აირჩია
9 სექტემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საერთო კრება გაიმართა. Დღის წესრიგი ითვალისწინებდა გასული წლის საქმიანობის მიმოხილვას და არჩევნებს მმართველი კომიტეტის წევრებისა და თავმჯდომარე ორგანიზაციის არჩევის მიზნით. Საერთო კრებას კოალიციის წევრი 24 ორგანიზაცია დაესწრო. Კოალიციის მოქმედი თავმჯდომარე ორგანიზაციის, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, ხელმძღვანელმა - გიორგი მშვენიერაძემ - დამსწრე საზოგადოებას თავმჯდომარის გასული წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე დისკუსია გამართა.
ღონისძიების მეორე ნაწილი არჩევნებს დაეთმო. Არჩევნების შედეგად, კოალიციის მმართველი კომიტეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. Კოალიციის ახალმა მმართველმა კომიტეტმა თავმჯდომარე ორგანიზაციად საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ერთხმად, ახალი ვადით აირჩია.
განცხადებები:
-
მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ევროპული ინტეგრაციის პროცესს აზიანებს
-
კანდიდატის სტატუსის მისაღებად სასამართლოს რეფორმა აუცილებელია
-
კოალიცია ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება
-
კოალიცია სასამართლო რეფორმების შეფასების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას ეხმიანება
- იხილეთ მეტი...
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404