კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 2011 წლის 29 აპრილს შეიქმნა და 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, პროფესიული და ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლების ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად.

კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კვლევა და მონიტორინგი, სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება და საჯარო დისკუსიების წარმართვა მართლმსაჯულების სისტემის მწვავე პრობლემებზე. დღემდე კოალიციამ განახორციელა რამდენიმე სიღრმისეული კვლევა, შეიმუშავა ათეულობით რეკომენდაცია მართლმსაჯულების სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, მოაწყო მრავალი საჯარო ფორუმი და დისკუსია. კოალიცია თავის მოსაზრებებს რეგულარულად აცნობს აღმსრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თანამშრომლობს ვენეციის კომისიასა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კოალიცია აქტიურად ურთიერთობს მედიასთან, რათა საზოგადოებას გააცნოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები.

კოალიციის საქმიანობას უძღვება მმართველი კომიტეტი, რომელიც 9 წევრი ორგანიზაციისგან შედგება. კომიტეტს ხელმძღვანელობენ თავმჯდომარე და მოადგილე ორგანიზაციები. ძირითადი საქმიანობა მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფებში, რომელთა პრიორიტეტები იცვლება კოალიციის მიზნებიდან გამომდინარე. ამჟამად მოქმედებს სამი სამუშაო ჯგუფი: სასამართლოს ადმინისტრირების, სისხლის სამართლის რეფორმისა, და მართლმსაჯულების სისტემაში უმცირესობათა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სამუშაო ჯგუფი.

დაკავშირებული დოკუმენტები:

ამავე კატეგორიაში:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404