ბოლო განახლება: 2 აპრილი 2021
განცხადებები
-
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კოალიცია მხარს უჭერს სისტემური რეფორმების გაგრძელებას სასამართლოში და ვიმედოვნებთ, რომ მეოთხე ტალღის ცვლილებები უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც სასამართლოში არაფორმალური და არაჯანსაღი მმართველობის, ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების და ანგარიშვალდებულების...
-
კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, მაგრამ აღნიშნული ყოველთვის ადამიანის უფლებების მაქსიმალური პატივისცემით უნდა წარიმართოს.
-
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ეხმიანება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესი დროულად, გამჭვირვალედ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართოს.
-
ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულად დახურვა აჩენს ეჭვებს კონკურსის შედეგით საბჭოს არაჯანსაღი დაინტერესების თაობაზე და ამცირებს შერჩეული კანდიდატის მიერ საზოგადოების ნდობის მოპოვების პერსპექტივას.
-
გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ საბჭოს განახლებული შემადგენლობაც ვერ ახერხებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მიუკერძოებლად წარმართვას და ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს.
-
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას,[1] რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან დაკავებული მოქალაქის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტს.
-
კოალიციის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევი კონკურსი, სამთავრობო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი კვლავაც უსამართლოა.
-
თუ კომისიის შემადგენლობა არსებითად ხელისუფლების შტოების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები კვლავ რიცხობრივ უმცირესობაში მოექცევიან, ხოლო კომისია იმავე პროცედურით გააგრძელებს მუშაობას, კომისიის ჩართულობა შერჩევის პროცესში ისევ ვერ უზრუნველყოფს შესაფერისი...
-
24 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე. კოალიციის შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა და მის მიერ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ ერთ...
-
მიუხედავად ჩვენი სკეპტიციზმისა, რისი საფუძველიც საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების პროცესი და საბჭოს ახალარჩეული წევრების დიდი ნაწილის უკვე საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, გამოვთქვამთ მზაობას თანამშრომლობისათვის და საბჭოს განახლებულ შემადგენლობას ვთავაზობთ ...
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404