ბოლო განახლება: 7 ნოემბერი 2017

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ევროპის საბჭოს მიმართა

5 სექტემბერს კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ევროპის საბჭოს მიმართა და 29 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით 2 ახალი კანდიდატის შესარჩევი კონკურსის ხარვეზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ევროპის საბჭოს პარლამენტარებს კოალიციის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გავრცელებული განცხადებაც გადაეგზავნათ. განცხადებაში კოალიცია აღნიშნავს, რომ კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი, ისევე როგორც დამდგარი შედეგი, წინა ორი პროცესის მსგავსად, კვლავაც უსამართლოა და არ აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404