ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
"სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება "მედიის განვითარების ფონდის" სარჩელთან დაკავშირებით
„საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-141 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.
ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ კონსტიტუციური სარჩელი სადავოდ ხდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს კანონიერი ინტერესის არარსებობის მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილებაში/განჩინებაში/განაჩენში მონაწილე პირების ვინაობისა და სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ა პრიორი, განურჩევლად დაფარვას. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 41-ე მუხლის პირველ პუნქტს.
EMC მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების ნორმატიული შინაარსი არღვევს პროპორციულობის პრინციპს შემდეგ გარემოებათა გამო:
კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას სრულად ზღუდავს არათანაზომიერი სიკეთის (პერსონალური მონაცემების) დაცვის მიზნით და მიზნის მისაღწევად იყენებს არათანაზომიერად შემზღუდველ საშუალებას;
- პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესს ავტომატურად უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით, მიუხედავად ინფორმაციის მიმართ საჯარო ინტერესის არსებობისა;
- შეზღუდვით დაცული სიკეთე არ აღემატება დემოკრატიულ სახელმწიფოში ინფორმაციის თავისუფლებით გარანტირებულ სიკეთეს და ინფორმაციის თავისუფლება იმაზე მაღალი ხარისხით იზღუდება, რაც უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის;
- სადავო ნორმები ეწინააღმდეგება ღიაობისა და საქვეყნოობის იმ სტანდარტს, რაც სასამართლო სხდომების ჩატარებასთან დაკავშირებით არის დადგენილი და გამხელისგან იცავს მედიის მიერ ერთხელ გასაჯაროებულ ფაქტებს, რაც სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
დოკუმენტის ჩამოტვირთვა:
ამავე კატეგორიაში:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404