ბოლო განახლება: 11 ნოემბერი 2024
"სასამართლო აქტების გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის წესის" პროექტთან დაკავშირებით
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" მხარს უჭერს ღია სხდომაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების სრული სახით ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფას. ევროპული სტანდარტის თანახმად, საქმის განხილვის ღიაობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ზოგად წესს, რომელიც ითვალისწინებს ცალკეულ გამონაკლისებს, შესაბამისად, კონვენცია ადგენს საჯაროობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრეზუმფციას. ღია და გამჭვირვალე მართლმსაჯულების პრინციპი მოიცავს როგორც სხდომების საჯაროობას, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, ის სტანდარტი, რაც სხდომების საჯაროობასთან დაკავშირებით არის დადგენილი, გარანტირებული უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობასთან მიმართებითაც. მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ინფორმაციის ღიაობის პრეზუმფცია, ისევე როგორც გარანტირებულია სხდომების საჯაროობის პრეზუმფცია და ხელმისაწვდომი იყოს გადაწყვეტილებები პერსონალური მონაცემების მითითებით იმ საქმეებზე, რომელთა განხილვა მოხდა ღია სხდომაზე, ხოლო ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვას უპირატესობა ენიჭება, ამომწურავად განისაზღვროს კანონით. გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც პერსონალური მონაცემების გამჟღავნებით პირს ადგება ზიანი, რაც ინფორმაციის მიღების საჯარო ინტერესს აღემატება. მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს პირს, ვინც თვლის, რომ ინფორმაციის გამჟღავნების შედეგად მას ზიანი მიადგება.
ვინაიდან მიმდინარეობს დისკუსია კანონმდებლობა რამდენად იძლევა შესაძლებლობას გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს პერსონალური მონაცემების მითითებით, სათანადო ნათელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე, მიზანშეწონილია განისაზღვროს წესი, რომელიც ნათლად და დეტალურად დაარეგულირებს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის საკითხს. ვინაიდან ამგვარი წესი უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და წარმოდგენილ პროექტში არის მნიშვნელოვანი ხარვეზები, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, მის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით წარმოვადგინოთ შენიშვნები.
დოკუმენტის ჩამოტვირთვა:
ამავე კატეგორიაში:
განცხადებები:
პუბლიკაციები:
სიახლე:
დაკავშირება:
თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.
+995 (32) 2505404