კოალიციის ღია წერილი საქართველოს პარლამენტს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მოგმართავთ ღია წერილით, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის ინიციატივას პოლიტპატიმრების საკითხის შესწავლის შესახებ.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პარლამენტს:

  • მოუწოდებს უზრუნველყოს სამართლიანი პროცედურების არსებობა და არ დაუშვას შერჩევითი მართლმსაჯულება პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების პროცესში;
  • შეახსენებს, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოლიტპატიმრების საქმეთა შესწავლა მოახდინოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • მიმართავს თხოვნით, ინფორმაცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცედურების შესახებ გახადოს უფრო ნათელი და საჯარო;
  • წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, ყოფილი პოლიტპატიმრების და იმ პირების რეაბილიტაციის მექანიზმების შესახებ, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ პოლიტიკური მოტივებით.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404