ბოლო განახლება: 20 სექტემბერი 2019

კოალიციის მეცხრე საზოგადოებრივი ფორუმი

9 დეკემბერს, 13:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჰერბერტ ბაუმენმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ხელმძღვანელმა, გახსნა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ფორუმი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრობლემატური საკითხების შესახებ.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ორგანიზებული ფორუმი განხორციელდა USAID-ის პროექტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერება ფარგლებში. ფორუმმა ხელი შეუწყო დისკუსიის წარმართვას ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრობლემატური საკითხების, კერძოდ, საპროცესო შეთანხმებისა და დაზარალებულთა უფლებების შესახებ. ღონისძიების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს კოალიციის სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევის შედეგებზე, რომელიც ფუკუსირებული იყო შემდეგ ძირითად საკითხებზე: (1) საპროცესო შეთანხმების დროს ბრალდების მხარის პრივილეგირებული პოზიციები; (2) საკანონმდებლო ხარვეზები საპროცესო შეთანხმების განხილვის პროცესში მოსამართლის ფუნქციებსა და საპროცესო შეთანხმების ირგვლივ ბრალდებულის სრულყოფილად ინფორმირებულობის ვალდებულების თაობაზე; (3) პროკურატურასა და სასამართლოების მიერ, სისხლის სამართალწარმოებაში დაზარალებულ პირთა ინტერესების სრულად გათვალისწინების ვალდებულება.

ფორუმს ესწრებოდნენ სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მედიისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრები, მოსამართლეები და ამ სფეროში მომუშავე სხვა ექსპერტები. ეს მეცხრე ღონისძიებაა კოალიციის მიერ ორგანიზებულ ფორუმთა შორის, რომელიც მოწოდებულია გააძლიეროს სამართლებრივი პროფესიული ასოციაციების, იურიდიული არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის პოტენციალი სათანადო სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგსა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ადვოკატირებაში.

ფორუმს და კოალიციას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, პარტნიორი ორგანიზაციის აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტი ხელშეწყობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404