კოალიციის მიმართვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს

პატივცემულო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებო,

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოგმართავთ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების მოახლოებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევა კონსტიტუციური ნორმა მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით. ასევე, ამოქმედდება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება, მოსამართლის უვადოდ დანიშვნამდე მისი 3 წლით განმწესების და ამავე პერიოდში მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის თაობაზე. ამასთან, ცნობილია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ (სავარაუდოდ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს), გეგმავს სხდომის გამართვას და მოსამართლეების დანიშვნის ახალი წესის (3 წლიანი გამოსაცდელი ვადით) შესაბამისად.

Downloads:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404